მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი T&R DISTRIBUTION
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
T&R DISTRIBUTION აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტებში პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბრენდებისა და სახეობების მიხედვით;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება
  • პროდუქციის განსათავსებელი მოწყობილობების ობიექტებში განთავსება;
  • პროდუქციის განლაგება და მისი შენარჩუნება/გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
  • შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიებთან;
  • სრული განახლებული ინფორმაციის მოპოვება ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით;

მოთხოვნები:
  • FMCG გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინ. 1 წელი;
  • B კატეგორიის  მართვის მოწმობა.
  • საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:
  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა.

პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, დასვენების დღე კვირა
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. N2
ანაზღაურება 1200 – 1500 ლ (ნეტ)

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევის სრულად დაფინანსებას;
  • საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
  • სტაბილურ სამსახურს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მერჩენდაიზერი

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!