გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი არომაპროდუქტი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში,  საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან  საქართველოს  ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში  წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა,  და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს
საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com   ან Facebook გვერდზე georgias natural                                                                              

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს  ადგილობრივი გაყიდვების დეპარტამენტში   გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო საათები: 09:30-18:30სთ
დასვენება: შაბათი კვირა

ფუნქცია მოვალეობები
  • გაყიდვების ანალიზი,სტატისტიკური და ანალისტიკური ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • გაყიდვების ანალიზის და გეგმების  საფუძველზე წარმოებისთვის შეკვეთის გაკეთება;
  • ნაშთების კონტროლი ანალიზი და შეკვეთების მომზადება;
  • თანამშრომლების ობიექტებზე გადანაწილება;
  • ხელფასების და ბონუსების კალკულაცია;
  • ბაზრის კვლევა, ფასწარმოქმნაში მონაწილეობის მიღება;
  • სალაროს კონტროლი;  
  • პერიოდული ინვენტარიზაციის წარმოება;
  • ინიციატივების, წამახალისებელი პროგრამების და ღონისძიებებს ანალიზი, მათი ეფექტურობის შეფასების მიზნით. შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
  • დებიდოტების კონტროლი;
  • ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Power BI -ის ცოდნა ჩაითვლება  უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე ;

უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პრეზენტაბელური
  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com  და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება  შპს არომაპროდუქტი/Georgia's Natural"-ის მხრიდან მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად
კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას თქვენი მონაცემები და არ გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის გარდა დასაქმებისა.
რეზიუმე/CV -ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ დასაქმების მიზნით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.