ხარისხის მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არომაპროდუქტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს
საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ხარისხის მართვის მენეჯერს პოზიციაზე , რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9001: 2008, ISO 22000: 2005,FSSC 22000,Kosher / OU,Halal / IFRC ASIA) და რეგულაციების გათვალისწინებით ,ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვას და აუდიტს.

ფუნქცია მოვალეობები
  • ხარისხის მართვის ეფექტური სისტემების და დოკუმენტაციის შედგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად და იმპლემენტაცია;
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული სამუშაო პროცესების ეფექტურობის კონტროლი;
  • რეპორტინგის სისტემების შემუშავება დანერგვა;
  • მუდმივი გაუმჯობესების მონიტორინგი;
  • დოკუმენტების რეგისტრაციის გავრცელების , ამოღების და დაარქივების სისტემის შექმნა და დანერგვა;
  • ჩანაწერების მართვის კონტროლი;
  • შიდა აუდიტის დაგეგმვა,შესრულება და ანალიზი;
  • მაკორექტირებელი/გამაფრთხილებელი ღონისძიებების ეფექტურობის შესრულების კონტროლი, ანალიზი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროცესების მართვა – მომხმარებლის კმაყოფილების დონის დადგენა.
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ჩანაწერების ჟურნალის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ან დამამტავრებელი კურსის სტუდენტი აგრარული მეცნიერებების , კვების ტექნოლოგიის ,მიკრობიოლოგიის ან/და მზგავსი დისციპლინების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის С1 დონე (კომუნიკაცია, წერა);
  • კომპიუტერული პროგრამების Ms office მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია წარმოებაში ხარისხის მიმართულებით 2 წლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (ISO 9001: 2008, ISO 22000: 2005,FSSC 22000,Kosher / OU,Halal / IFRC ASIA);
  • ორგანული/ბიო პროდუქტის მეურნეობის და წარმოებისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტების ,რეგულაციების და კანონმდებლობის ცოდან ან/და ინფორმაციის მოძიების უნარი და შესწავლა;

კომპეტენციები
  • სტრატეგიული ხედვა
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • ბიზნესპროცესების ხედვა
  • ცვლილებებზე ორიენტირება
  • თვითგანვითარება
  • ლიდერობა
  • ინფორმაციის მართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა

 თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ხარისხის მართვის მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს არომაპროდუქტი/Georgia's Natural"-ის მხრიდან მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად
კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას თქვენი მონაცემები და არ გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის გარდა დასაქმებისა.
რეზიუმე/CV -ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ დასაქმების მიზნით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.