ორთქლის ქვაბის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი არომაპროდუქტი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოებაში ორთქლის ქვაბის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი კვირაში 6 დღე მუშაობით ან 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი კვირაში 3 დღე მუშაობით + 1 საათიანი შესვენებით.
ანაზღაურება: თვის ჭრილში 1000 ლარი.

ფუნქცია მოვალეობები:
  • კომპრესორების და საქვაბეს მართვა ექსპლუატაცია;
  • ჩანაწერების წარმოება;
  • წნევის კონტროლი საქვაბის;
  • გაზის და წყლის შემოწმება ჩართვამდე;
  • დაზიანებების პრევენცია.
  • ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ტექნიკური განათლება
  • მინიმუმ 6 თქვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

უნარები
  • ყურადღებიანი,
  • დეტალებზე ორიენტირებული,
  • ტექნიკური აზროვნება

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ორთქლის ქვაბის ოპერატორი.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს არომაპროდუქტი/Georgia's Natural"-ის მხრიდან მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად
კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას თქვენი მონაცემები და არ გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის გარდა დასაქმებისა.
რეზიუმე/CV -ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ დასაქმების მიზნით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.