პროექტის მენეჯერი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში.  ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას,უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც,  როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

 „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას ჰიდროენერგო დეპარტამენტის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე:

 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

 ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროექტების ხელმძღვანელობა და მართვა;
  • პროექტის ძირითადი პარამეტრების: დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და ოპტიმალური განაწილება;
  • პროექტების მომავალი განვითარების შეფასება და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება;
  • პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური დავალებების მომზადება;
  • პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშების რეგულარული ფორმირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, პროექტის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • პროექტების მართვის მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 სასურველია:
  • საერთაშორისო პროექტებში მუშაობის  გამოცდილება;
  • პროექტების ინიცირებისა და საპროექტო განცხადების წერის გამოცდილება;

 დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  khakhalaia@giec.ge გთხოვთ,  ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.