საანგარიშსწორებო ოპერაციების მხარდაჭერის ჯგუფის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბაზისბანკი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
ს.ს “ბაზისბანკი“  აცხადებს ვაკანსიას საანგარიშსწორებო ოპერაციების მხარდაჭერის ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
 
მოვალეობები:
  • B6-ში ყველა არხით გატარებული სალარე და სავალუტე ტრანზაქციების დამუშავება და შესრულება.(დისტანციური არხებით,საოპერაციოში შესრულებული,იუნიქ და პრემიუმ ბანკირების მიერ გატარებული სავალუტე გადარიცხვები);
  • SWIFT -ით მოსული Incoming MT 103-Back office ჩარიცხვების დამუშავება და კლიენტის ანგარშზე ტრანზაქციის ასახვა;
  • გზავნილების სისტემებთან მუშაობა , (UMTS) ;
  • სახელფასო პროექტში ჩართული კლიენტების მომსახურება (მაგ: სახელფასე რეესტრების გატარება);
  • ეროვნულისთვის ITRS ფორმის მომზადება (თვის ჭრილში განხორციელებულ ყველა ტრანზაქციაზე შესაბამისი კოდების მითითება).
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო პროდუქტების და სერვისების პირობების, პროცედურების და ინსტრუქციების ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!