სასტუმროს ტექნიკოსი

ყვარელი სრული განაკვეთი სასტუმრო ყვარელი პალასი
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
სასტუმრო ყვარელი პალასი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ტექნიკოსის პოზიციაზე

ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ ტექნიკოსს, რომელიც შემოუერთდება ჩვენ ტექნიკურ/საინჟინრო გუნდს და უზრუნველყოფს ჩვენი სასტუმროს ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის შეუფერხებლად მუშაობას.
ინჟინერი გადამწყვეტ როლს თამაშობს სასტუმროს გამართულ მუშაობაზე და უზრუნველყოფს ამ მიმართულებით სტუმრების მაქსიმალურ კომფორტს.

პასუხისმგებლობები:
  • ზედამხედველობას უწევს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას.
  • ატარებს რეგულარულ ინსპექტირებას პოტენციური საკითხების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ობიექტების უწყვეტი ფუნქციონირებას.
  • დაუყოვნებლად პასუხობს სხვადასხვა განყოფილების ტექნიკურ მოთხოვნებს, ეფექტურად აგვარებს პრობლემებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეფერხება.
  • უზრუნველყოფს უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვას, უსაფრთხოების რეგულარული ინსპექტირების ჩატარებით.
  • HVAC, განათების და სხვა სისტემების პრობლემების მოგვარება და შეკეთება სტუმრებისა და პერსონალისთვის კომფორტული გარემოს შესანარჩუნებლად.
  • ინახავს აღჭურვილობის, რემონტისა და ტექნიკური საქმიანობის ზუსტ ჩანაწერებს.

კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
  • გამოცდილება სასტუმროს ტექნიკურ დეპარტამენტში ან მსგავს პოზიციაზე.
  • მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემების კარგად ცოდნა.
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
  • პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები
  • ყურადღება დეტალებზე და პროაქტიული მიდგომა მოვლაზე.

თუ თქვენ ხართ გამოცდილი ინჟინერი, გეძლევათ საინტერესო შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ყვარელი პალასი გისურვებთ წარმატებას.