მარკეტინგის შესრულებისა და ანგარიშგების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლოქსიტანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ანგარიშების მენეჯერი
ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „L’Occitane“-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგულ განყოფილებაში შემდეგ პოზიციაზე: მარკეტინგის შესრულებისა და ანგარიშგების მენეჯერი - 1 საშტატო ერთეული

“L’Occitane en Provence“ მთელს მსოფლიოში 1976 წლიდან 3000-ზე მეტ ყვითელ ბუტიკს აერთიანებს. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ბრენდი არის წარმოდგენილი მსოფლიოს 93 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, საბურთალოს სითი მოლში და გალერია თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგისა ან/და ბიზნესის მიმართულებით;
  • გამოცდილება - სასურველია ბიუთი სფეროში ბრენდ მენეჯერის, მარკეტინგისა ან გაყიდვების განყოფილებაში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • საქმისადმი პასუხისმგებლიანი; პუნქტუალური და აზარტული;
  • დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; დროის რესურსის ეფექტური მართვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი; 
  • კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი; 
  • ორატორული უნარი; პრეზენტაციების გამართვისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკის ცოდნა და გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • ბრენდ სტრატეგიისა და ბიუჯეტირების შემუშავება;
  • ბაზარზე პროდუქციის ცნობადობისა და მასზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
  • ღონისძიებათა და ივენთების განხორციელება;
  • პროდუქტის რეკლამირება და სხვადასხვა პროექტების განხორცილება;
  • გაყიდვების სტიმულირების მიზნით მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება; გაყიდვების პერსონალის კოორდინირება და სამუშაო გეგმის განხორციელების მიზნით გუნდის მოტივირება ;
  • სოციალური ქსელების პოპულარიზაცია; მჭიდრო კომუნიკაცია კორპორატიულ კლიენტებთან; მედიის წარმომადგენლებთან და სილამაზის სფეროს ცნობილ პირებთან;
  • რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, პრობლემური საკითხების, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას და სხვადასხვა ბენეფიტებს
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, აუზის და ფიტნესის აბონიმენტი და სხვა
  • სტაბილურ და მუშა გარემოს
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები მისამართზე: vacancy@luxart.ge . არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მარკეტინგის შესრულებისა და ანგარიშგების მენეჯერი. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების რამდენიმე ეტაპის საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!