რესტორნის მენეჯერი

გორი სრული განაკვეთი რესტორანი ცირკი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: რესტორნის მენეჯერი
INN Group _სასტურმოების ქსელი მოიცავს სამ სასტუმროსა და ერთ სარესტორნე სივრცეს: გორი ინნ,ივერია ინნ, ქუთაისი ინნ და რესტორანი ცირკი.
ამჟმად რესტორანი „ცირკი“ რომელიც მდებარებს გორში სასტუმრო გორი ინნ_ის ტერიტორიაზე ეძებს რესტორნის მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:
  • კვების ობიექტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
  • სერვისის მართვა და ხარისხის კონტროლი;
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • შემოსავლების და ხარჯების რეპორტინგი
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მოვალეობების, ცვლებისა და სამუშაო პროცესის გადანაწილება;
  • პრაქტიკანტების მომზადების პროცესის დაგეგმვა;
  • მომსახურების სტანდარტების შესაბამისად კომუნიკაცია სტუმრებთან;
  • არაპირდაპირ დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • სერვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HORECA სფეროში.

აუცილებელია კანდიდატი იყოს:
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • ახალ გარემოში მარტივად ორიენტირების უნარით;
  • ყურადღებიანი;
  • პასუხისმგებლიანი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „INN GROUP_ის “ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@inngroup.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!