მცხობელი/მცხობელის დამხმარე

ბათუმი სრული განაკვეთი ბომბურა
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1200 +ბონუსი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი

დელიკატესენი ბომბურა აცხადებს ვაკანსიებს მცხობელის და მცხობელის დამხმარის პოზიციებზე.
მისამართი: ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას  34ზ 

ძირითადი მოვალეობები:

  • რეცეპტების მიხედვით კალკულაციების გაკეთება;
  • ცომეულის მომზადებისას კალკულაციისა და გრამაჟის დაცვა, მიმდინარე მენიუს შესაბამისად;
  • ცომეულის სხვადასხვა სახეობის დროულად და ხარისხიანად გამოცხობა;
  • მენიუში არსებული საცხობი პროდუქციის ცხობა/მომზადება დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად;
  • შესაბამისი ტექნიკის მოხმარება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის და ყველა მასში შემავალი ნედლეულისა თუ შიგთავსის ცოდნა, მათი ვადების კონტროლი;
  • სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
  • ჰიგიენური წესების, სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.
  • ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია პროფესიული განათლება.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • არსებული სტანდარტების დაცვის უნარი

სამუშაო გრაფიკი: 07:00 - 16:00 



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გაგზავნე CV