კოშკურა ამწის ოპერატორი

მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მსუბუქი ტექნიკა/ამწე
სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მისი საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. "აპექს დეველოპმენტში" პროექტებზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული. მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხიმგებლობა - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

"აპექს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას კოშკურა ამწის ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მესამე პლატო
  • ანაზღაურება: 2000-დან 2500 ლარამდე - დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, სრული.

ძირითადი მოვალეობები:
  • კოშკურა ამწის მართვა (DAHAN); ან/და რუსული წარმოების ამწე KB308)
  • ამწის ტექნიკურ გამართულობასა და მოწესრიგებაზე ზრუნვა;
  • ამწის გეგმური დათვალიერება;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოების შესრულება, რომელიც უშუალოდ კავშირშია მის პოზიციასთან;
  • დავალებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • სამუშაოების განხორციელება დადგენილი სტანდარტებითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
  • სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ვადების შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება;
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • დამოუკიდებლად მუშობის უნარი;
  • აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატი.

აუცილებელი უნარები:
  • სამუშაოს ვადებში შესრულებისა და დროის რაციონალური მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 117111, ან გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: n.porchkhidze@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კოშკურა ამწის ოპერატორი "
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 11/03/2024