დასუფთავების თანამშრომელი/ჭურჭლის მრეცხავი

თბილისი სრული განაკვეთი PAUL
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი), ჭურჭლის მრეცხავი
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლისა და ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

დასუფთავების თანამშრომელი
ძირითადი მოვალეობები:
  • ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა;
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის შესრულება პროცედურების დაცვით.

ჭურჭლის მრეცხავი
ძირითადი მოვალეობები:
  • ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
  • სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილას, სისუფთავის დაცვა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Giorgigogoladzee90@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს ‘’ფრენ ბეიქერის’’ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!