მზარეული/დამხმარე მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი PAUL
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეულის თანაშემწე, მზარეული
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას მზარეულის და დამხმარე მზარეულის პოზიციაზე. 
PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითიც ფრანგული პური გაითქვა მთელ მსოფლიოში. 

ძირითადი მოვალეობები:
  • კერძების დამზადება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით რეცეპტების შესაბამისად;
  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
  • მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;

საჭირო უნარები:
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე (2 დღე დასვენება).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Giorgigogoladzee90@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს ‘’ფრენ ბეიქერის’’ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!