ღვინის მაღაზიის კონსულტანტი

თბილისი მოქნილი გრაფიკი კალათა გროუპ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კალათა გრუპი აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

შპს კალათა გრუპი გახლავთ აგტექ კომპანია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ღვინის მაღაზია და სადეგუსტაციო ოთახი.
 სამუშაო ობიქტი - მაღაზია განთავსებულია ქ. თბილისში ზაქარია ქურდიანის 8 ნომერში.
 
სამუშაოს აღწერა:
ეს გახლავთ არასრულ განაკვეთზე (შესაძლებელია სრულ განაკვეთზეც) განთავსებული პოზიცია თბილისში ღვინის მაღაზიისა და სადეგუსტაციო სივრცის კონსულტანტისთვის. კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება კლიენტებისთვის მომსახურების გაწევაზე სასმელების რეალიზების მიზნით, რაც ითვალისწინებს ძირითადად ღვინისა და ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების შესახებ ცოდნის გადაცემასა და კლიენტების ღვინის შესყიდვაში დახმარებას.
 

სამუშაო დრო და ანაზღაურება:
  • დატვირთვა და ხელფასი - მოლაპარაკებით.
  • სამუშაო დრო - დილის 11 საათიდან საღამოს 11 საათამდე შერჩევით, შესაძლებელია მცოცავი გრაფიკიც.
 

აპლიკანტი ხელმისწავდომი უნდა იყოს 2024 წლის 25 თებერვლიდან.
 
კვალიფიკაცია:
  • ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
  • ბაკალავრის ხარისხი ან ექვივალენტური გამოცდილება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით (ამ მიმართულების სტუდენტებს ხარისხი არ მოეთხოვებათ) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ღვინის განათლებისა და სერთიფიცირებული გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ღვინის მაღაზიაში ან მსგავს საცალო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ციფრული ილუსტრირების უნარები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ღვინის რეგიონების, ჯიშებისა და რთველის კარგად ცოდნა მნიშვნელოვანია;
  • კლიენტებთან და გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი მნიშვნელოვანია;
  • სწრაფ და დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი მნიშვნელოვანია;
  • ღვინის საცალო ოპერაციების და ინვენტარის მართვის ცოდნა მნიშვნელოვანია.

დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: kaha@kalatagroup.com