არქიტექტორულ - დიზაინერული ჯგუფის უფროსი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ,,არქიტექტორულ - დიზაინერული ჯგუფის უფროსის’’ პოზიციაზე.
კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია.
კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებლი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრებისა და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა „ახალი უბნის“ კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა
  • წახალისების სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ინტერიერის დიზაინის შექმნა; პროექტის წაკითხვა, გარჩევა და ობიექტის აზომვა;
  • დამკვეთის რეკომენდაციების მიხედვით გეგმარების და 3 განზომილებიანი ვიზუალიზაციის მომზადება;
  • ისეთი დიზანის კონცეფციების შექმნა და მომზადება, რომელთა განხორციელება პრაქტიკულად შესაძლებელია, ჯდება განსაზღვრულ ბიუჯეტში, ვადებში და მშენებლობის სტანდარტებში;
  • შექმნილი ინტერიერის დიზაინის მართვა/ხელმძღვანელობა დედლაინთან ერთად და მისი კონკრეტულ ბინებზე მორგება;
  • დიზაინის მომზადება წინასწარ განსაზღვრული მატერიალებით ან ესკიზში; რამოდენიმე პროექტის მართვა პარალელურ რეჟიმში;
  • აქტიურ კომუნიკაციის ქონა პროექტის მენეჯერთან ვადებთან და შუალედურ შესრულებებთან დაკავშირებით;
  • მონიტორინგი გაუწიოს პროექტის მიმდინარეობას, გამოავლინოს პოტენციური პრობლემები;
  • იყოს აქტიურ კომუნიკაციაში არქიტექტორთან, ინჟინრებთან, კონტრაქტორებთან და სხვა პროექტის მონაწილეებთან დიზაინის შექმნის და მშენებლობის მიმდინარეობისას;
  • დიზაინის კონცეფციის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისათვის და დაინტერესებული დეპარტამენტებისათვის;
  • ხარჯთაღრიცხვის შესადგენად, მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის და აქსესუარების დათვლა პროექტის მიხედვით;
  • სარემონტო სამუშაოების პროცესების მონიტორინგი შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • მუშანახაზების და რენდერების მომზადება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა 3D MAX, ArchiCAD, Adobe Photoshop;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება მენეჯერული მიმართულებით;
  • უცხო ენების ცოდნა სასურველია (B2 დონეზე);

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა, კრეატიულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება არქიტექტორულ-დიზაინერული ჯგუფის უფროსი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება არქიტექტურა/დიზაინის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. 
შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!