პრომო-მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ასკანელი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: სარეკლამო აგენტი, მერჩენდაიზინგი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
www.askaneli.ge
www.facebook.com/Askaneli1880
www.facebook.com/Askaneli-Garden

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია ალკოჰოლური ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლებისა და სრული ასორტიმენტის შესწავლა/ცოდნა.
  • კომპანიის მიერ განსაზღვრულ სავაჭრო ქსელებსა და ობიექტებში მუდმივი მონიტორინგი. კერძოდ:
  • პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია/რეკლამირება.
  • კლიენტთათვის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა.
  • თაროების შევსება და დადგენილი მერჩენდაიზინგის დაცვა.
  • წარმოდგენილი პროდუქციისა და დახლების ესთეტიური ვიზუალის შენარჩუნება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. წინასწარ შეთანხმებული განრიგით.
მის: ქ. თბილისი, ვარკეთილი-სამგორის რაიონი.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი, ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: m.akhaladze@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.