კურიერი საკუთარი ავტომობილით

თბილისი სრული განაკვეთი იზი ბოქსი
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1700
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი
კომპანია "IZI BOX"-ი აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კურიერის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით.

"IZI BOX"-ი არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საქართველოს მასშტაბით.
"IZI BOX"-ი  დიდი გამოცდილებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე და  მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://izibox.ge/ 

ძირითადი მოვალეობები:
  • საკურიერო მომსახურების გაწევა - საწყობიდან მომხმარებლების მისამართებზე ამანათების მიტანა; 

ძირითადი მოთხოვნები:
  • საკუთარი ავტომობილი!
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • თბილისის უბნებისა და ქუჩების ცოდნა;
  • ლოიალობა და სერვისულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და მოქნილობა.
 
ძირითადი პირობები:
  • დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი, ურეკის ქუჩა;
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 14:00 - 23:00 სთ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი, ჯამურად 1300 -1700 ლარი;
  • საწვავის ანაზღაურებას უზრუნველყოფს კომპანია;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მობილურზე სასაუბრო ულიმიტო პაკეტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნეთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2.

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე