ინვენტარიზაციისა და მარაგების მენეჯერი

გურჯაანი მოქნილი გრაფიკი გვირილა რითეილი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.


შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციისა  და მარაგების მენეჯერის პოზიციაზე


ფუნქცია/მოვალეობა

  • კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
  • ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო პროცესებში ჩართულობა.


მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • გუნდურუ მუშაობის უნარი;
  • სავალდებულოა საკუთარი ავტომობილის ქონა.


სამუშაო პირობები:

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი
  • სამუშაო ადგილი:გურჯაანი
  • ანაზღაურება შეთანხმებით


ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდს


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.