უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ ელექტრონიქსი
განათლება: ბაკალავრი
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა
სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს. სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

 სს” ელიტ ელექტრონიქსი”  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათაო ოფისი, ქავთარაძის 3
დასაქმების ტიპი:  3 დღეში ერთხელ 24 საათი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები: 
  • ოფისში და მაღაზიებში არსებული სათვალთვალო კამერების კონტროლი
  • გამოვლენილი უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება/გატარება
  • ოფისში მოსული უცხო პირის ვინაობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება
  • საჭიროებიდან გამომდინარე მაღაზიების დაცვა. მორიგეობა დღე-ღამის განმავლობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების სისტემაში სასურველია

პიროვნული მახასიათებლები:
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ყურადღებიანი
  • თავაზიანი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!