დანადგარის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული, სამუშაო საათები - წარმობის პროცესის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება (შესაფუთი მასალა, ჭიქა, თავსახური და ა.შ);
  • მანქანა-დანადგარების ექსპლუატაცაიში გაშვებამდე მათი მომზადება: ტექნიკური გამართულობის კონტროლი, დანადგარების რეცხვის კონტროლი;
  • სარეგისტრაციო ფურცლების შევსება და მათი მუდმივი კონტროლი;
  • მანქანა-დანადგარების გაშვება; 
  • დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) მუდმივი კონტროლი;
  • მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლი;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარის მოწესრიგება და სპეციალური დამუშავება; 

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
  • ოპერატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - დანადგარის ოპერატორი ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61, 032 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 აპრილი.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.