მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:
  • სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტებად დალაგებული პროდუქციით დატვირთვა;
  • დოკუმენტაციის შესაბამისად სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე ან დარეკოთ ნომერზე: +995 591 12 83 61 ან +995 32 2 241 241.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 29 აპრილი.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.