ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი GDCC
მივლინება: არა ხელფასი: 800
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
Loreal-ის, Johnson&Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს ,,ჯი დი სი სი’’ აცხადებს ვაკანსიას „ოფის მენეჯერის“ პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება;
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
  • შეხვედრების ორგანიზება და კლიენტების, სტუმრების, პარტნიორების მიღება / დახვედრის უზრუნველყოფა;
  • სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა;
  • საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
  • მოქნილობა და სხვადასხვა გარემოებებთან ადაპტირების უნარი; 
  • ინიციატივის გამოჩენის, კომპანიის წინსვლისთვის საჭირო იდეების ჩამოყალიბების, განხორციელების და დელიგირების უნარი;
  • კომუნიკაბელობა;
  • კომპიუტერთან მუშაობისათვის საჭირო პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები: 
  • გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ;
  • დასვენება - შაბათი, კვირა;
  • ანაზღაურება-800ლარი;
  • ჯანრმთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე  hr@gdcc.com.ge საგანში ,,(subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - „ოფის მენეჯერი“ განიხილება ბოლო კურსის სტუდენტიც. 
  
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.gdcc.ge