HoReCa პრესეილერი

თბილისი სრული განაკვეთი რენეკო
ხელფასი: 2500 - 3000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად. კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.  ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია რენეკო აცხადებს ვაკანსიას HoReCa პრესეილერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • HoReCa - ს სექტორში ТОP ობიექტებთან მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • HoReCa - ს სექტორში ТОP ობიექტების საკვანძო პირებთან წარმატებული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ძირითადი უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ცოდნა; 

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • HoReCa - ს სექტორში გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; 
  • HoReCa - ს ТОP 250 ობიექტების მიხედვით გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; 
  • კომპანიასა და პარტნიორებს შორის დადგენილი საოპერაციო სტანდარტების დაცვის მკაცრი კონტროლი;
  • კომპანიასა და პარტნიორებს შორის დადგენილი სახელშეკრულებო პირობების დაცვის მკაცრი კონტროლი;  
  • კომპანიის გაყიდვების გეგმის შესრულების დინამიკის ანალიზი და მკაცრი კონტროლი;
  • კომპანიის კონკურენტების სარეკლამო და სავაჭრო მოქმედებების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი რეაგირება;
     

პიროვნული თვისებები:

  • ლიდერობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;

 

 სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
  • საწვავი: საჭიროების შესაბამისად;
  • ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი;

 

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.