მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი ინტელექტ კაპიტალი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: მოლარე (საბანკო)
სავალუტო პუნქტი ინტელექტ კაპიტალი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 1 დღე-ღამე, შემდეგი ორი დღე დასვენება.
მისამართი: სანაპიროზე, ელბაქიძის აღმართთან

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი (დარიცხული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავალუტო ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
  • კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
  • კომპანიის პოლიტიკისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

შერჩევის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Intellectcapitalgeorgia@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავალუტო პუნქტის მოლარე" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.