ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი კ-მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1400 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები
  • ავტოსათადარიგო ნაწილების საშუალო დონეზე ცოდნა,
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება.
  • მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა.
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება - გაცნობა.
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.

საჭირო უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის და არგუმენტირებული მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი და ანაზღაურება:
  • ქ. ბათუმი, ხახულის ქ 50 ბ
  • სტაჟირების პერიოდი 1 თვე (1000 ლარი);
  • დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 1400 ლარით(+ბონუსი);

სამუშაო დრო
ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:30
შაბათი: 09:00-17:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge