ტრენინგ დილერი

ბორჯომი, ბაკურიანი სრული განაკვეთი კაზინო ოპერა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
კაზინო/აზარტული თამაშები: დილერი/კრუპიე
კაზინო ოპერა ბაკურიანში აცხადებს „ტრენინგ დილერის“  პოზიციაზე ანაზღაურებად სწავლებას. შემდგომი დასაქმების მიზნით დილერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
სწავლების ადგილი: თბილისი 
გრაფიკი: ცვლიანობის განრიგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენა (სასურველია რუსულიც);
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამოცდილება - არ არის საჭირო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურება;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კარიერული ზრდა და განვითარება.

ტრენინგი ანაზღაურებადია და ჩატარდება თბილისში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე hr@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ლიდერბეთი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.