ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი აუდიტორული კომპანია TaxInfo
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 1700
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
აუდიტორული კომპანია TaxInfo აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციის დასაკავებლად სამშენებლო კომპანიისთვის დიდ დიღომში (IV მ/რ-ში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა.

დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამ(ებ)ის ცოდნა;
  • ფასს სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:
  • სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება სამშენებლო (კონტრაქტორ) კომპანიაში მთავარი ბუღალტრის ხელმძღვანელობის ქვეშ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • დიდი ზომის სამშენებლო კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის და პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;
  • საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების კუთხით უფასო ტრეინინგებს.

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
  • ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
  • სამუშაოს ტიპი: სრული;
  • სამუშაო ანაზღაურება: 1500 - 1700 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
  • სამუშაო საათები: 10:00 – 18:00, ორშაბათი-პარასკევი, (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
  • სამუშაო: დიდი დიღმის IV მიკრორაიონი.

შერჩევის პროცედურა:
  • 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
  • 2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
  • 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@yahoo.com კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: +995 599 697 101

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კომპანიის მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.