სისტემური ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვენთიქ საქართველო
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი), უსადენო ქსელების ინჟინერია

კომპანია Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას სისტემური ინჟინერის პოზიციაზე.

Noventiq Georgia გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia არის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში.
ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს. უპირველეს ყოვლისა - ვართ ერთი გუნდი! პატივს ვცემთ და ვაფასებთ თანამშრომლებს; გვიხარია მათი წარმატებები; საჭიროებისამებრ ვეხმარებით და ველით კოლეგების მხარდაჭერას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში მიმდინარე ტექნიკური პროექტების დამუშავება;
  • კომპანიის მიმდინარე პროექტებში, დამკვეთების ამოცანების შესაბამისად IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების არქიტექტურის შემუშავება;
  • კომპანიის მიმდინარე პროექტებში IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების (სერვერი, მონაცემთა სანახი სისტემა, ვირტუალიზაცია, HCI, სარეზერვო გადაწყვეტილებები) იმპლემენტაცია;
  • სხვადასხვა მწარმოებლის მიერ ორგანიზებულ ტექნიკურ სემინარებსა და ვებინარებზე დასწრება;
  • სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკური გამოცდების ჩაბარება და სერტიფიცირება (სწავლების და გამოცდების ყველა ხარჯს ანაზღაურებს კომპანია);
  • ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციების შედგენა და რეკომენდაციების გაწევა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დაგეგმარებაში, იმპლემენტაცია და მხარდაჭერაში;
  • VMware/Hyper-V - ვირტუალიზაციის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
  • Windows Server/Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა;
  • HPE/Dell - მწარმოებლის ჰიპერკონვერგენტულ პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
  • HPE/Dell/Lenovo - მწარმოებლის მონაცემთა სანახ სისტემასთან და სერვერულ პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
  • HPE/Dell/Veeam - მწარმოებლის სარეზერვო გადაწყვეტილებასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების ადვილად ათვისების უნარი;
  • ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა,
  • პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტლურ ბონუსებს;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - Inga.lomishvili@noventiq.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!