შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი MBG Safety
მივლინება: არა ხელფასი: 1300
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

MBG Safety აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში შრომის უსაფრთხოების  მენეჯერის პოზიციაზე.

 

MBG Safety წარმოადგენს MBG ჯგუფის წევრ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ყველა ეკონომიკურ სფეროში. ამჟამად ემბიჯი სეიფთი მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ კომპანიასთან პარტნიორობს.

თუკი გსურთ გახდეთ მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატის ფლობა;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა და
  • ჰყავთ საკუთარი ავტომობილი (საწვავის ხარჯს კომპანია აანაზღაურებს).


რას გთავაზობთ ჩვენ?

  • ანაზღაურება 1300 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სტანდარტული გრაფიკი;
  • მეგობრული გარემო.


ოფისის მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის გამზირი, N 137


დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: safety@mb.ge . წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი - „შრომის უსაფრთხოების მენეჯერი - ქუთაისი“.


MBG Safety გისურვებთ წარმატებას!