რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი bet25.live
მივლინება: არა ხელფასი: 800
ადმინისტრაცია: რეცეფციონისტი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლების რეგისტრაცია;
  • კლიენტის ელექტრონული პორტალის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • კლიენტების ინფორმირება არსებული პროდუქტების და აქციების შესახებ;
  • კლიენტების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება საჭიროების მიხედვით;
  •  სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
  • საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

betlive.club გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • დრესკოდის უზრუნველყოფას;
  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bet25career@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგისტრატორი" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.