მერჩენდაიზერი

ბათუმი სრული განაკვეთი HRRA/PepsiCo
მივლინება: არა ხელფასი: 996
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". 
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.  
"PepsiCo" უკვე ზედიზედ  მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში. 
 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.  
სამუშაო ადგილი: ბათუმი
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა  პროდუქციის დროულად და მუდმივად წარმოჩენის გაუმჯობესება. 
  • თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. 
  • კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა. 
  • სარეკლამო სტენდების, პალეტების და სხვა აღჭუღვილობის სავაჭრო წარმომადგენელთან მიღწეული შეთანხმებების და დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად განლაგება.  
  • პროდუქციის ქვეშ ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა. 
  • პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება. 

კანდიდატის პროფილი: 
  • სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • ძლიერი მოტივაცია; 
  • დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა; 
  • ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა  
 

რას გთავაზობთ?  
  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა 
  • კონკურენტული ანაზღაურება - 996 ლარი 
  • ულიმიტო სამგზავრო ბარათი 
  • ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა  
  • ჯანმრთელობის და დაზღვევის კონკურენტული პაკეტი  

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: sales_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.