ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი E-Motors Georgia
მივლინება: არა
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
E-Motors Georgia არის ჩინური ელექტრო ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლების  ერთადერთი ექსკლუზიური დისტრიბუტორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Dongfeng,  Chery, Dayun, Im Saic Motors, Jetour. ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შეძენის შემდგომ, ვთავაზობთ სრულ მომსახურებას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისს. E-Motors Georgia-სთან ერთად გეძლევათ  მრავალფეროვანი არჩევანი და შესაძლებლობა, რომ აიღოთ სწორი მიმართულება მომავლისკენ.

“E-Motos Georgia”-ს გუნდში ვეძებთ ელექტრიკოსს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების კომპიუტერული დიაგნოსტიკა; 
  • კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების ელექტრო შეკეთება;
  • კომპანიის მარაგში არსებული ავტომობილების დიაგნოსტირება და საჭიროების შემთხვევაში ელექტრო შეკეთება;
  • ელექტრო სისტემების, ელექტრო დეტალების, გაყვანილობების, სადენების, ელექტრო ძრავების, უსაფრთხოების სისტემების, გათბობა-კონდიცირების , შეფრქვევის სისტემების შეკეთება, შემოწმება და შეცვლა;
  • ახალი ჩამოსული ავტომობილების სრული ელექტრო დიაგნოსტიკა;
  • კომპანიის საწყობში არსებული ავტომობილების მუდმივი მონიტორინგი ელექტრობის კუთხით, მათი დატენვა, და მუდმივად გამართულ  მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება და ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ელექტრო დიაგნოსტიკის სპეციფიკაციების ცოდნა; 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე - Vacancy@emotors.ge  გთხოვთ, დასახელებაში მიუთითეთ  პოზიცია - „ელექტრიკოსი“.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ: