ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი გვირილა რითეილი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.


შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში ანალიტიკოსის პოზიციაზე:


ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:

  • კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში
  • კომპანიის მომგებიანობის დათვლა და ანალიზი
  • მაღაზიების მომგებიანობის ანალიზი
  • კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი
  • ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში აქტიური ჩართულობა
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის წარსადგენად
  • ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური/ფინანსური მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშოაბის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • მათემატიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, სათავო ოფისი
  • ანაზღაურება შეთანხმებით


ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდს


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.