მორიგე ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი კარდიოლოგიური კლინიკა გული
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე 

კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი  აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.     

სამუშაოს მოკლე აღწერა:
  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • კომპანიის შიდა პროტოკოლის დაცვა;
  • საექთნო დოკუმენტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
  • პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
  • უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება;
 
სხვა უნარ-ჩვევები:
  • ეფექტრური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიახლეების ათვისების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. შესაძლებელია დასაქმება ნახევარ განაკვეთზე (4 მორიგეობა თვეში);  
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. 9 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge  2024 წლის 3 მაისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.