HR ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი კარდიოლოგიური კლინიკა გული
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე 
კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი  აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.     
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან  - პარასკევის ჩათვლით.  09:00 -17:00 სთ, ან 10:00 -18:00 სთ. 
მდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომელთა ელექტრონული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და პირადი საქმეების მართვა;
  • თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების  და ბრძანებების მომზადება;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის, ბრძანებების და სხვა რეესტრების წარმოება;
  • მიღებული კორესპონდენციის მართვა/გადამისამართება (პასუხის დროულად უზრუნველყოფა);
  • პერსონალის სამუშაო დროის ყოველთვიური ტაბელის წარმოება;
  • საკადრო საკითხებთან დაკავშირებული პროცედურების და ინსტრუქციების მომზადება/დანერგვაში ჩართულობა;
  • ცნობების გაცემა, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე; 
  • თანამშრომლების დაზღვევის პროცესის წარმართვა; 
  • რეპორტინგი ხელმძღვანელთან. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილების ქონა;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების  (MS Word, MS Excel, MS Outlook) ცოდნა;
  • სასურველია, Self HR - ში  მუშაობის გამოცდილება; 

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge  2024 წლის 3 მაისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.