სამედიცინო პროვაიდერებთან ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს დროებით ვაკანსიას სამედიცინო პროვაიდერებთან ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • სამედიცინო კლინიკებიდან შემოსული მონაცემების დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
  • სამედიცინო კლინიკებიდან ავტომატურად გაცვლილი მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო პროვაიდერებთან ფინანსური ანგარიშსწორება კონტრაქტის პირობების და ვადების დაცვით;
  • ინფორმაციის დამუშავება ექსელში და სადაზღვევო პროგრამაში იმპორტი;
  • კლინიკებთან დროული კომუნიკაცია ხარვეზების გამოსასწორებლად;
  • სხვა დავალებები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია MS Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • სამედიცინო ან/და სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო პროვაიდერებთან ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში
 კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/