ცივი და ცხელი კერძების მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

კომპანია აგროჰაბი“  აცხადებს ვაკანსიას  ცივი და ცხელი კერძების მზარეულის  პოზიციაზე.

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის დამუშავება;
  • კერძების შემადგენლობისა და კალკულაციების კუთხით შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;
  • არსებული პროდუქტის სწორად შენახვა/განთავსება/დასაწყობება;
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;


ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და მსოფლიო სამზარეულოს ცოდნა

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სისწრაფე.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება

ან მოგვწერეთ ჩვენს Facebook- ის ფეიჯზე:  -   " აგროჰაბი jobs "

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას!