გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი FINA
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „FINA“ აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:
კომპანია FINA ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას.
კომპანია FINA 2011 წლიდან სთავაზობს მომხმარებელებს ეფექტურ პროგრამულ პროდუქტებს და მომხმარებლებს ბიზნესის მართვაში ეხმარება. ამჟამად კომპანია FINA ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.fina.ge

ძირითადი მოვალეობები:
  • ზარების ინიცირება პოტენციურ კლიენტებთან კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გასაცნობად
  • პრეზენტაციის ფარგლებში პროგრამის უპირატესობების წარმოჩენა და მომხმარებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა
  • მომხმარებელთა საჭიროებების დადგენა და შესაბამისი გადაწყეტილებების შეთავაზება
  • ბაზრის მიმდინარე ტენდენციების კონტროლი და გუნდთან უკუკავშირის მიწოდება სერვისის გასაუმჯობესებლად.
  • CRM სისტემაში პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და არსებული ბაზის მუდმივი დამუშავება/განახლება
  • შესათავაზებელი პროგრამული პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
  • სატელეფონო გაყიდვების შედეგების რეპორტების შედგენა
  • დასახული გეგმების შესრულება მოცემულ დროში

მოთხოვნები:
  • დახვეწილი და გამართული მეტყველება
  • კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგი ცოდნა
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე
  • მიზანდასახულობა და მისაღებ შედეგზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული + ბონუსი
  • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • მრავალფეროვან და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • თიმბილდინგსა და კორპორატიულ აქტივობებს
  • ტრენინგებსა და სრულ მხარდაჭერას კომპანიაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: contact@fina.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ “გაყიდვების მენეჯერი”.