ინჟინერ-კონსტრუქტორი

ბათუმი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
ტურინვესტ ჯგუფი მშენებარე სასტუმრო კომპლექსის ,,Hampton by Hilton“ პროექტის ფარგლებში, ეძებს გუნდის ახალ წევრს ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციზე.

კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ ჯგუფის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.
არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.

მოვალეობები:
  • მოდელის აგება;
  • ფინანსური ანგარიშების შესრულება;
  • ნახაზების შედგენა ნორმების შესაბამისად;
  • სამშენებლო ობიექტის საავტორო ზედამხედველობა;
  • პროექტში მონაწილე სხვა მხარეებთან დოკუმენტაციის კოორდინაცია, ტექნიკურ შეხვედრებში მონაწილეობა, კომპანიის ინტერესების დაცვა დამკვეთის წინაშე.

მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო გამოცდილება: 3 წელი +
  • Revit-ში მუშაობის გამოცდილება
  • LIRA-SAPR და SCad21 საშუალებით კონსტრუქციული ანგარიშების შესრულება;
  • შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისა და გამაგრების სტრუქტურული გადაწყვეტილებების შემუშავების გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: vacancy@tourinvestgroup.com

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!