ადმინისტრატორი

მცხეთა სრული განაკვეთი სასტუმრო საბადური ჰილსს
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
ახლადგახსნილ სასტუმრო საბადური ჰილსს აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ცხვარიჭამია. 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ანაზღაურება: შეთანხმებით. 
დასაქმებულების ტრანსპორტირებას: უზრუნველყოფს სასტუმრო მეტროსადგურ ახმეტელის ტერიტორიიდან. 
 
 
მოვალეობები: 
  • სტუმრების მიღება,რეგისტრაცია,განთავსება; 
  • სტუმრებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება; 
  • ჯავშნების სისტემაში შეტანა; 
  • სტუმრების გაწერა(გაწერისთვის საჭირო ყველა პროცედურის გავლა) 
  • სასტუმროში არსებული ყველა სერვისის სტუმრებისთვის  შეთავაზება; 
  • სტუმრებთან თავაზიანი მოპყრობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეგირება; 
 
აუცილებელი მოთხოვნები: 
  • სასურველია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე; 
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა; 
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • გამართული მეტყველება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • ენერგიულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალურობა; 
 
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr@sabadurihills.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.