მიმტანი

მცხეთა სრული განაკვეთი სასტუმრო საბადური ჰილსს
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
ახლადგახსნილ სასტუმრო და რესტორან  საბადური ჰილსს  ესაჭიროება მიმტანი.
 
ადგილმდებარეობა: ცხვარიჭამია.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ტრანსპორტირება : უზრუნველყოფს სასტუმრო.

მოვალეობები:
  • სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
  • შეკვეთების მიღება და პროგრამაში ასახვა;
  • მენიუში არსებული კერძების სრულყოფილი ცოდნა;
  • სტუმრისთვის სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ქართულ, ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრის უნარი (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • გუნდურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr@sabadurihills.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.