გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Max Comfort
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია ,, მაქს კომფორტი“   აცხადებს შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა : ქ.თბილისი 

სამუშაო გრაფიკი: სრული 


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • შოურუმში არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით შესწავლა;
  • მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის შეთავაზება, ინვოისის მომზადება და მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
  • ინვოისის საფუძველზე გამოწერილი პროდუქციის შეგროვება;
  • მომხმარებლისთვის ალტერნატიული შეთავაზების გაკეთება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • გამართული კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; 


გთავაზობთ:

  • პროფესიულ განვითარებას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დამატებით ბენეფიტებს;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: .  hr@maxcomfort.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!