გაყიდვების კონსულტანტი

რუსთავი სრული განაკვეთი ჰიუნდაი ლიმო სერვისი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია Hyundai Limo Service   ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას პრემიუმ კლასის ავტომობილებით. მომხარებლების საჭიროებების გათვალისწინებით უზრუნველყოფს დამატებით სერვისებსაც, მათ შორის გასვლით ტურებს საქართველოს მაშტაბით  და აეროპორტში დახვედრას. ამის გარდა რუსთავის მომსახურების სააგენტოს მოპირდაპირე მხარეს იგეგმება ჰიუნდაის ცენტრის ფილიალის გახსნა სადაც წარმოდგენილი იქნება ჰიუნდაის მანქანების შოურუმი.

Hyundai Limo Service ეძებს გაყიდვების კონსულტანტს :
გრაფიკი - 09:00-18:00 კვირაში 6 დღე
სამუშაო ადგილი - რუსთავის მომსახურების სააგენტოს მოპირდაპირე მხარეს. ჰიუნდაის ცენტრი

ფუნქცია მოვალეობები:
  • შოურუმში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების განსაზღვრა და კონსულტაციის გაწევა;
  • ჰიუნდაის მანქანების შეთავაზება/გაყიდვა/შეკვეთა.
  • ახალი და მეორადი ავტომობილების მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილების გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საავტომობილო სფეროს ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე gia.kekelidze@gmail.com გთხოვთ,  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.