დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ხედი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: დიასახლისი
სასტუმრო „ხედი“, აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, (ავლაბარი)
სამუშაო გრაფიკი:  5/2  

ძირითადი მოვალეობები:
  • Სასტუმროს სისუფთავის მონიტორინგი;
  • ოთახების, ტექნიკური და სხვა აღჭურვილობის კონტროლი, ნებისმიერი ხარვეზის შესახებ   დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის განყოფილებას;
  • ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავების გუნდის საქმიანობას;
  • შეაფასოს სტუმართა კმაყოფილება და მომსახურების ხარისხი მისი მუდმივ გაუმჯობესების მიზნით;
  • შეადგინოს და განაახლოს დასუფთავების თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი და უზრუნველყოს მისი შესრულება;
  • შეინარჩუნოს დადებითი კომუნიკაცია და სამუშაო ურთიერთობა სასტუმროს ყველა  დეპარტამენტთან, 
  • უზრუნველყოს დასუფთავების თანამშრომლების მუდმივი დატრენინგება;
  • სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) მონიტორინგი;
  • შეასრულოს სხვა მოვალეობები დასუფთავების დეპარტამენტყის  მენეჯერის დავალებით.

უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: khedihr@gmail.com და სათაურის ველში  მიუთითეთ დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას   1 წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას