მიმტანი

ბათუმი სრული განაკვეთი ლიც რეზორტი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
„ლიც რეზორეტი“ – 101 ნომრიანი მაღალი კლასის რეზორტი სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით. 
რეზორტი მოიცავს: 5 ვარსკვლავიან სასტუმროს
„ლიც რეზორეტი“  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მიმტანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა
  • მიმტანის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
  • მოემსახუროს სტუმრებს სწრაფად და თავაზიანად, კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
  • კვებისა და სასმელების მენიუს საფუძვლიანი ცოდნა, რომ შეძლოს სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • კერძების შეთავაზება და მეტი გაყიდვების სტიმულირება; 
  • შეკვეთის აღებისას იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და სწორად მიიტანოს სტუმართან შეკვეთილი კერძი/სასმელი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება - უცხო ენის ცოდნა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@litzresort.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მიმტანი“

კონკურსის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება
 
სამუშაო განაკვეთი : სრული ( ცვლები )
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!