სასტერილიზაციოს ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი სამედიცინო დაწესებულება
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
სამედიცინო დაწესებულება  აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციოს ექთნის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო  
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
განყოფილება: სასტერილიზაციო; 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება; 
  • სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად; 
  • სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის; 
  • დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე; 
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com   და მიუთითეთ პოზიციის დასახელება  „სტერილიზაციის ექთანი“ 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.