ექთნის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი ახალი სამედიცინო ცენტრი/სამშობიარო სახლი
მივლინება: არა
სამედიცინო: მედდა
მაღალი სტანდარტების მქონე ახალი სამედიცინო ცენტრი/სამშობიარო სახლი აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე შემდეგ განყოფილებაში:
  • ნეონატოლოგია;
  • ბავშვთა ინტენსიური განყოფილება (NICU);
  • სამეანო დეპარტამენტი;
  • ანესთეზია-რეანიმაცია;
  • საოპერაციო ბლოკი;
  • ქირურგიული სტაციონარი
  • სასტერილიზაციო;

კლინიკა აღჭურვილია უახლოესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური თანამშრომლებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე“ .
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.