ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი სამედიცინო ცენტრი/სამშობიარო სახლი
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი
სამედიცინო: მედდა
მაღალი სტანდარტების მქონე ახალი  სამედიცინო ცენტრი/სამშობიარო სახლი აცხადებს ვაკანსიას  ექთნის პოზიციაზე შემდეგ  განყოფილებაში:  
  • ნეონატოლოგია; 
  • ბავშვთა ინტენსიური განყოფილება (NICU); 
  • სამეანო დეპარტამენტი; 
  • ანესთეზია-რეანიმაცია; 
  • საოპერაციო ბლოკი; 
  • ქირურგიული სტაციონარი 
  • სასტერილიზაციო; 
კლინიკა აღჭურვილია უახლოესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური თანამშრომლებით. 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო 
სამუშაო გრაფიკი: 8 და 16 საათიანი მორიგეობები;                                                                                           
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; 
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.) 
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე; 
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com   და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთანი“ 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.