ფიზიკური პირების მრჩეველი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: პერსონალური ბანკირი საჯარო სამსახური: მრჩეველი
"პროკრედიტ ჯგუფი" პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. თითოეული ქვეყანის სპეციფიკიდან და განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა მასში შემავალი ყველა ქვეყნისათვის, ესენია: ბანკის ბიზნეს ფილოსოფია და საკადრო პოლიტიკა. 

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ვცდილობთ, ჩვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ და მათ კომპლექსური, გამჭვირვალე და საუკეთესო ხარისხის საბანკო მომსახურება შევთავაზოთ. ამაში კი მნიშვნელოვან როლი ჩვენს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს აკისრიათ . საკადრო პოლიტიკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და არსებული თანამშრომლების მსგავსად მათ პროფესიულ განვითარებას.

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფიზიკური პირების მრჩეველი:

სამუშაოს აღწერა:
  • ფიზიკური პირების პორტფელთან მუშაობა;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • მოზიდვის მიმართულებით მუშაობა, პროდუქტების შეთავაზება და სტრატეგიული რჩევების მიცემა 
  • კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეფასება, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების ანალიზი;
  • შედეგების ანალიზი, პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • პორტფელის ხარისხის კონტროლი;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (>B2) ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების სფეროში/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • მოტივირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • კონსულტაციის გაწევის და კლიენტის დარწმუნების უნარი;

შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ “პროკრედიტ ბანკის” ინტეგრირების პროგრამა.
 ინტეგრირების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით “” შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 04/05/2024

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ  იხილეთ www.procreditbank.ge).
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com