ავტო სესხების რისკების ოფიცერი / სტაჟირების პროგრამა

თბილისი სტაჟირება Swiss Capital
მივლინება: არა
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ საშუალება გაიარონ სტაჟირება და ადგილზე შეისწავლონ საქმიანობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
  • ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
  • ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
  • მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  • სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
  • ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
  • ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
  • ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორი - სტაჟიორი“.